ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სოფელ ალავერდთან „ბე-ემ-ვესა“ და „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად მძღოლმა და მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.