ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი, მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ავტომობილში მყოფი 20-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა კი საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.