ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტს განიხილავენ
ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტს განიხილავენ

ახმეტის კულტურის სახლში, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

სნო,ჯუთა,როშკა,შატილი,ომალო,ხადორის ხეობა – ბაწარას გზის მშენებლობის პროექტის განხილვას როგორც თუშეთის, ასევე პანკისის ხეობის წარმომადგენლები ესწრებიან.

მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ დღეს მხოლოდ ძიბახევი-ხადორის ხეობის გზის პროექტის განხილვა იქნება შესაძლებელი, რომელიც ახლა სრულყოფილი სახით არაა წარმოდგენილი.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, თუშეთის გზის მშენებლობის დაპროექტება ჯერ დასრულებული არ არის და საჯარო განხილვა მოგვიანებით მოეწყობა.

შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პროექტის მნიშვნელობაზე, რეაბილიტაციაზე, ხმელეთისა და წყლის ბიომრავალფეროვნების შესახებ ისაუბრეს.

გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი ლაცაბიძემ პროექტის გადახედვა მოითხოვა.

„განხილვაზე წარმოდგენილი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი ბაწარის დაცულ ტერიტორიაზე გაივლის, ამის წინაღმდეგი ვართ, უჯობესია ერთიანი და დასრულებული პროექტი წარმოადგინონ, რომ საერთო სურათი გვქონდეს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.