ახმეტაში, სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა

17:31, 15.06.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა სკოლის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც სკოლაში დედასთან ერთად წიგნების ჩასაბარებლად იყო მისული, საავტომობილო გზაზე გადაირბინა, რა დროსაც მას „ჯიპის“ ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი