ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
ახმეტაში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ახმეტაში დღეს ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

როგორც პირველ არხს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განუცხადა, ცენტრი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების მხრივ ცოდნა გაიღრმავონ.

„იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მაქსიმალურად გამოიყენებენ შესაძლებლობას, რომელსაც მათ საქართველოს მთავრობა სთავაზობს და შექმნიან ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს“, – აღნიშნა კასრაძემ.

მისი თქმით, რეგიონებში ინოვაციების ცენტრების გახსნის მიზანია ადგილობრივმა მოსახლეობამ, კომპანიებმა და ადგილობრივმა მთავრობამ გამოიყენოს ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე მეწარმეობის მიმართულებით.

ინოვაციების ცენტრის გახსნა გურჯაანშიც იგეგმება.