ახმეტაში დაკარგულ 40 წლის მამაკაცს ეძებენ
ახმეტაში დაკარგულ 40 წლის მამაკაცს ეძებენ

მესამე დღეა, ახმეტაში მაშველები 40 წლის მამუკა ძებნიაურს უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე დილიდან განახლდა.

მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და აღარ გამოჩენილა. ბოლოს ის მეზობლებმა არხის პირას ნახეს და ეჭვობენ, რომ წყალში დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები და პოლიცია მონაწილეობს.