ახლობლების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა
ახლობლების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა

კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ნათესავების ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მედიკამენტიც მიიღო.

შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილია 33 წლის ქალი, რომელიც სავალუტო ჯიხურში მუშაობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.