ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ მტკვარმა გამორიყა მოკლულია
ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ მტკვარმა გამორიყა მოკლულია

რუსთავში, მდინარე მტკვრის მიერ გამორიყული მამაკაცის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს, – ამის შესახებ დაღუპული მამაკაცის ახლობლები საუბრობენ.

რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გუშინ გამორიყა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის, დავით მუმლაძის მეგობრების დაკითხვა ქვემო ქართლის პოლიციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები გარდაცვლილის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს 17 საათია კითხავენ. გეთაშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ დაღუპულის მეგობარზე ზეწოლა ხდება, მათივე ინფორმაციით, გეთაშვილთან ადვოკატსაც არ უშვებენ.

„ჩემი მეუღლე დაღუპული 36 წლის მამაკაცის, დავით მუმლაძის მეგობარია. დავით მუმლაძე ბოლოს სწორედ ჩემმა მეუღლემ ნახა. დავით მუმლაძე პირველ ოქტომბერს გაუჩინარდა, გუშინ კი, მისი სხეული მტკვარმა რუსთავში გამორიყა“, – განაცხადა ლელა გეთაშვილმა.