ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა

18:01, 23.07.2026

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა.

6%-იანი მკვეთრი ზრდის შედეგად ბრენტის მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა დღეს 100.14 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო დასავლეთ ტეხასურმა ნავთობმა – 90.98$ ბარელზე.

ეს მაისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ნავთობის ფასი 100 დოლარს აღემატება.

მსგავსი