ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა

16:38, 01.03.2026

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

კომპანია „ტავ ჯორჯიის“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 21 რეისია გაუქმებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 17 რეისი, ხოლო ბათუმიდან გაუქმდა ოთხი ფრენა, ოთხივე თელ ავივის მიმართულებით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები გაუქმდა შემდეგი მიმართულებებით: შვიდი რეისი გაუქმებულია თელ ავივის მიმართულებით, შარჟა – ორი რეისი, აბუ დაბი – ერთი რეისია გაუქმებული, სამი რეისი გაუქმდა დოჰას მიმართულებით, ხოლო ერთი – ქუვეითის მიმართულებით.

მსგავსი