ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს
ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს

ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს.

როგორც გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარი კომისარი ფილიპე ლაზარინი განმარტავს, „ისრაელის ხელისუფლებამ მოგვაწოდა ინფორმაცია 7 ოქტომბრის საზარელ თავდასხმაში რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც სააგენტომ აღნიშნულ პირებს დაუყოვნებლივ შეუწყვიტა კონტრაქტები“.

ფილიპე ლაზარინის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

„ნებისმიერი, ვინც ღალატობს გაერო-ს ფუნდამენტურ ღირებულებებს, ასევე ღალატობს მათ, ვისაც ვემსახურებით ღაზაში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ფილიპე ლაზარინი.