ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე კატარმა საჰაერო სივრცე დახურა

20:48, 23.06.2025

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე კატარმა საჰაერო სივრცე დახურა.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, კატარი ხურავს საკუთარ საჰაერო სივრცეს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ვიზიტორებისა და რეზიდენტების უსაფრთხოება.

მანამდე აშშ-მა კატარში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ურჩია, უსაფრთხო თავშესაფარი ადგილზე მოიძიონ. შესაბამისი განცხადება დოჰაში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. არანაირი დამატებითი განმარტება აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ მოუყვანია.

მსგავსი