ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე ომანში ამერიკულ და ირანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

12:10, 11.07.2026

აშშ-სა და ირანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის აღმოსაფხვრელად დღეს ომანში მოლაპარაკებები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის დელეგაციას სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ. მოლაპარაკებებზე დასასწრებად ომანში მიემგზავრება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.

როგორც „ბიბისი“ წერს,  ვაშინგტონის სურვილია, ირანმა საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და დადოს პირობა, რომ შეწყვეტს კომერციული ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნას.

ამერიკული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანმა პირად საუბრებში დონალდ ტრამპის მრჩევლებს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტი – ხომალდისთვის ცეცხლი გახსნა შეცდომა იყო და ირანი პასუხისმგებლობას ერთ-ერთ ირანულ დაჯგუფებას აკისრებს, რომელიც უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ემხრობა და მოლაპარაკებების ჩაგდებას ცდილობს.

მედიის ცნობით, ვაშინგტონს სურს, რომ ირანმა საჯაროდ აღიაროს თავისი შეცდომა.

მსგავსი