ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაძაბული საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაძაბული საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაძაბული საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს წერილი გამოუგზავნა. მან ბოდიში მოიხადა ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“, – განაცხადა უიტკოფმა.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ამ კვირაში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს ელოდება.