ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ერაყში საწვრთნელი მისიები შეაჩერეს
ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ერაყში საწვრთნელი მისიები შეაჩერეს

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ერაყში საწვრთნელი მისიები შეაჩერეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანისგან მხარდაჭერილ პოტენციურ თავდასხმებზე მინიშნებები არ არსებობს და მისია შესაძლოა უახლოეს მომავალში აღდგეს. ერაყში ამ დროისთვის 160 გერმანელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ერაყის არმიის საწვრთნელ პროგრამაში მონაწილეობენ.

უსაფრთხოების გამოწვევებს ასახელებენ მისიის შეწყვეტის მიზეზად ნიდერლანდებშიც. ქვეყანას ბაღდადსა და ერაყის ქურთისტანში 100-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ბაზირებული.

ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ამბობენ, რომ საწვრთნელი ოპერაციები ამერიკელმა სამხედროებაც შეაჩერეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის მხრიდან ჯერჯერობით არ დასტურდება. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში მდებარე საელჩოდან და საკონსულოდან დიპლომატების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა.