ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად სტივ უიტკოფი ოფიციალურად დაინიშნა
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად სტივ უიტკოფი ოფიციალურად დაინიშნა.
ოვალურ კაბინეტში გამართულ ცერემონიაზე სტივ უიტკოფმა ფიცი დადო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უიტკოფის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „განსაკუთრებული უნარების მქონე მომლაპარაკებელია“.
„ის ხვდება ადამიანებს, რომლებთან შეხვედრასაც ვერასდროს წარმოიდგენდა. დაუღალავად მუშაობს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად. სტივი ახლო აღმოსავლეთის საკითხებშია, სადაც, ჩემი აზრით, დიდ წარმატებას ვაღწევთ და ამის შესახებ მალე გაიგებთ“, - განაცხადა ტრამპმა.