ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის გამო 25 და 26 მაისს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ვიზიტორთათვის დახურული იქნება
ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის გამო 25 და 26 მაისს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ვიზიტორთათვის დახურული იქნება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 და 26 მაისს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ვიზიტორთათვის დახურული იქნება, რადგან ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება .

„გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს პარმენ ზაქარიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში დაგეგმილია ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია.

აღნიშნული ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით 2025 წლის 25 და 26 მაისს მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ვიზიტორთათვის იქნება დახურული.

მუზეუმი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს 27 მაისიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია“, –  აცხადებენ სააგენტოში.