ახალსოფელთან, ტყეში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

10:42, 24.08.2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

ხანძრის ქრობაში შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩაერთო.

ადგილზე მობიზილებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე კახეთის სატყეო სამსახურის 30 თანამშრომელი და სოფელ ახალსოფლიდან მოხალისეთა ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამსახურის უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, იწვის ბალახი. ამ დროისთვის დამწვარია სამ ჰექტრამდე ფართობი.

მსგავსი