ახალქალაქში, სასტუმროში, რომელსაც გუშინ ცეცხლი წაუკიდეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ახალქალაქში, სასტუმროში, რომელსაც გუშინ ცეცხლი წაუკიდეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ახალქალაქში მდებარე სასტუმროში, რომელსაც გუშინ ცეცხლი წაუკიდეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

გუშინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ, საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.

ახალქალაქში გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს, გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც.

დატოვე კომენტარი