„ახალმა საქართველომ“ საბიუჯეტო სახსრებით ამორმჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით კვლევა წარადგინა
„ახალმა საქართველომ“ საბიუჯეტო სახსრებით ამორმჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით კვლევა წარადგინა

პარტია „ახალმა საქართველომ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს საბიუჯეტო სახსრებით ამორმჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით კვლევა წარუდგინა.

კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ათივე რაიონულ გამგეობაში „ერთჯერადი ფინანსური დახმარებების“ გაცემა წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილია და ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე რეგულირებული არ არის.

ყველაზე მეტი ფულადი დახმარება სამგორის რაიონმა გასცა, რაც მთლიანად თბილისში გაცემული თანხის 20 პოცენტია, აქედან კი თანხის 37 პროცენტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, წინსაარჩევნო პერიოდში გაიცა.

„ახალ საქართველოში“ აცხადებენ, რომ აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ისეთი მექანიზმი შემუშავდეს, რომელიც წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს.