ახალი ზოოპარკის ნაწილი – „კავკასიის ექსპოზიცია“ სატესტო რეჟიმში გაიხსნა [ფოტო]
ახალი ზოოპარკის ნაწილი – „კავკასიის ექსპოზიცია“ 9 აგვისტოდან სატესტო რეჟიმში გაიხსნა.
ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური გახსნა შემოდგომაზე იგეგმება, თუმცა მაღალი ინტერესის გამო გადაწყდა, უკვე დასრულებული სივრცის დათვალიერების შესაძლებლობა მოსახლეობას ახლავე მიეცეს.
„ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები – შენდება კაფე, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი და ა.შ. გთხოვთ, იმოძრაოთ მხოლოდ ვოლიერების გასწვრივ მარკირებულ გზაზე და არ გადახვიდეთ გამაფრთხილებელი ნიშნებით შემოსაზღვრულ ზონაში.
სამუშაო საათები: ყოველდღე: 11:00 – 19:00 (სალარო იხურება 18:00 საათზე). მისამართი: თბილისის ზოოპარკის სანაპირო #1 (თბილისის ზღვის მიმდებარედ, ივერთუბნის მომიჯნავედ). შემოსასვლელი: ხუდადოვის ქუჩის ბოლოდან“, – აღნიშნულია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









