ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს
ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს

ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის პარტია ლიდერობს.

„ბიბისი“ წერს, რომ არდერნის „ლეიბორისტულმა პარტიამ“ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს, რაც ახალი ზელანდიის საპარლამენტო სისტემის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იქნება.

საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 30%. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლების დაახლოებით 50%-მა ხმა „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცა, „ეროვნულმა პარტიამ“ ხმების 26%, ხოლო „მწანე პარტიამ“ 8% მიიღო.

ახალ ზელანდიაში არჩევნები სექტემბრისთვის იყოს დაგეგმილი, თუმცა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე არჩევნების თარიღმა ოქტომბერში გადმოინაცვლა.