ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

22:33, 04.03.2021

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ფანგარეისთან 55 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა, თუმცა ის მალევე მოიხსნა და სტიქიის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს.

მსგავსი