ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტერაქტის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტერაქტის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს

ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ კუნძულოვანი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი უინსტონ პიტერსი თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი  ანკარაში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირადი შეხვედრის დროს დიპლომატი აღნიშნულ საკითხს თურქეთის პირველ პირთან განიხილავს.

ქალაქ კრაისტჩერჩში, ორ ტერაქტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავდამსხმელის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ამას ახალი ზელანდია არ გააკეთებს, თურქეთმა იცის, როგორც გააკეთოს ეს რაიმე ფორმით.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა 15 მარტს მოხდა. ტერაქტის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.