ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

ახალი ზელანდიის პოლიციამ კრაისტჩერჩის ერთ-ერთ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. დაკავებულია 33 წლის მამაკაცი. ასაფეთქებელი მოწყობილობა კრაისტჩერჩის გარეუბანში, ფილიპსტაუნში, ერთ-ერთ ცარიელ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველები, სასწრაფო დახმარება და სამაშველო სამსახურები. პოლიციის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა წარმატებით გააუვნებელყვეს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, 15 მარტს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმისას 50 ადამიანი დაიღუპა.