ახალი ზელანდიის პრემიერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
ახალი ზელანდიის პრემიერი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ახალი ზელანდია გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას და მასში წვლილის შეტანას.

„ასეთ დროს, როდესაც გვჭირდება სანდო ინფორმაციის გაზიარება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს უზრუნველყო. ჩენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და ორგანიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანას“, განაცხადა არდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება გასცა.