ახალი ზელანდიის პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ახალშობილ შვილთან ერთად გამოცხადდა. ჯასინდა არდერნი პირველი ლიდერია, რომელიც ამ ღონისძიებას ჩვილ ბავშვთან ერთად დაესწრო. ის სიტყვით გაერო-ში ნესლონ მანდელას სამიტზე გამოვიდა. ფოტოებში ჩანს, თუ როგორ თამაშობს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი სამი თვის შვილთან. არდერნის ტრიბუნაზე ასვლის შემდეგ ბავშვი მამას ჰყავდა.
არდერნი ახალი ზელანდიის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერ-მინისტრია. მისი ორსულობის დროს ოპონენტების ეჭვს გამოთქვამდნენ, შეძლებდა თუ არა ის ქვეყნის მართვას და ბავშვის მოვლას ერთდროულად.
როგორც ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ის ამ ორ მნიშვნელოვან საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს. ბავშვის მოვლაში კი პარტნიორი ეხმარება.
მსოფლიო ისტორიაში უკანასკნელი ლიდერი, რომელმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს ბავშვი გააჩინა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ბენაზიბ ბჰუტო იყო.