ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი - საზღვრების გახსნის იდეას საფასური აქვს, უარეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, უკეთეს შემთხვევაში კი, შეზღუდვების ხელახლა დაწესება
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი - საზღვრების გახსნის იდეას საფასური აქვს, უარეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, უკეთეს შემთხვევაში კი, შეზღუდვების ხელახლა დაწესება

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საზღვრების გახსნისკენ მოწოდებებს სახიფათო უწოდა. ამის შესახებ განცხადება ჯასინდა არდერნმა უელინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, „მსოფლიოში ვირუსი ძალას იკრებს და მისი გავრცელების ტემპი არ იკლებს“.

„ვირუსი 10 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ნახევარ მილიონზე მეტი. ქვეყნების ნაწილი ახანგრძლივებს ან ხელახლა აწესებს კარანტინს. ამ პირობებში ჩვენ ახალ ზელანდიაში უქმე დღეებში სპორტით ვარ დაკავებულები, დავდივართ რესტორნებსა და ბარებში, სამუშაო ადგილები ღიაა და შეგვიძლია, შევიკრიბოთ რამდენსაც გვინდა. ეს რთულად მოპოვებული წარმატებაა და მთავრობას ამ ყველაფრის წყალში ჩაყრა არ სურს. იდეას, რომ ჩვენ უნდა გავხსნათ საზღვრები მსოფლიოში არსებული გარემო პირობების გათვალისწინებით, საფასური აქვს. ეს საფასური უარეს შემთხვევაში შეიძლება იყოს „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში შეზღუდვების ხელახლა დაწესება“, – განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა.

ახალ ზელანდიაში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 22 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ყველა ინფიცირებული უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული ახალი ზელანდიის მოქალაქეა. ვირუსის შიდა გადაცემა ქვეყანაში არ ფიქსირდება.