ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დახმარების გაწევას სთავაზობს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჯო ბაიდენსა და ჯასინდა არდერნს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

„მას და მის გუნდს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრა შევთავაზე, რათა ჩვენმა სპეციალისტებმა ამერიკელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლის გზაზე მიღებული გამოცდილება გაუზიარონ“, – განაცხადა არდერნმა.

ახალი ზელანდია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ითვლება, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვიურუსის 2 030 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 25 პაციენტი გარდაიცვალა.