ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა
ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კრისტოფერ ლუქსონი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს დაიცავს ბავშვებს ისეთი საფრთხეებისგან, როგორებიცაა ძალადობრივი შინაარსის ზემოქმედება და კიბერბულინგი.
კრისტოფერ ლუქსონის თქმით, კანონპროექტი აიძულებს სოციალური მედიის კომპანიებს, გადაამოწმონ, რომ მომხმარებლები არიან, სულ მცირე, 16 წლის, ვიდრე მათ ანგარიშის შექმნის უფლებას მისცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორ მილიონ ახალზელანდიურ დოლარამდე ($1.2 მილიონი) ჯარიმა დაეკისრებათ.
ლუქსონის განცხადებით, სოციალური მედია ყოველთვის არ არის უსაფრთხო ადგილი ახალგაზრდებისთვის და ტექნოლოგიური კომპანიები ვალდებულნი არიან, სოციალურად პასუხისმგებლიანი იყვნენ.
როგორც მედია წერს, შეთავაზებული აკრძალვა მჭიდროდ არის მოდელირებული ავსტრალიის მაგალითზე.