ახალი ზელანდია-უელსის შეხვედრა 12:50 საათზე დაიწყება | იაპონია 2019

11:28, 01.11.2019

თბილისის დროით 12:50 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და უელსის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია ნახევარფინალში ინგლისთან დამარცხდა, ხოლო უელსი – სამხრეთ აფრიკასთან.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ხვალ კი, რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს ინგლისი და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. თამაში 2 ნოემბერს, თბილისის დროით 12:50 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხსა და საქართველოს რადიოში გადაიცემა.

მსგავსი