ახალი ზელანდია კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს ამსუბუქებს
ახალი ზელანდია კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს ამსუბუქებს

ახალი ზელანდია კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს ამსუბუქებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, საცალო ვაჭრობის მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები 14 მაისიდან გაიხსნება, თუმცა სოციალური დისტანცირების წესები დაცული უნდა იყოს.

ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები 18 მაისიდან გაიხსნება. ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის აღმოფხვრასთან ახლოს არის.

ახალ ზელანდიაში ამ დროისთვის კორონავირუსი 90 პირს აქვს დადასტურებული.