ახალი ზელანდია ავღანეთის მისიას ასრულებს
ახალი ზელანდია ავღანეთის მისიას ასრულებს

ახალი ზელანდია ავღანეთის მისიას ასრულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, მიმდინარე წლის მაისისთვის ავღანეთიდან ახალ ზელანდიელი ბოლო ექვსი ჯარისკაცი გამოვა.

ამჟამად ახალი ზელანდიის არმიის სამი ჯარისკაცი ავღანეთის ეროვნული არმიის ოფიცერთა აკადემიაში მსახურობს, სამი კი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ცენტრალურ შტაბში.

ახალი ზელანდიის მცირე სამხედრო კონტიგენტის მიუხედავად, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ განცხადება, რომელიც ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის პარალელურად გაკეთდა, მნიშვნელოვანი სიმბოლური ეტაპია.

ახალი ზელანდიის გადაწყვეტილებას ავღანური რადიკალური მოძრაობა, „თალიბანი“ მიესალმა. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ანალოგიურად იმოქმედოს თავიანთ ჯარისკაცებთან დაკავშირებით ავღანეთის ხანგრძლივ ომში, რომელშიც გამარჯვება შეუძლებელია“, – განაცხადა „თალიბანის“ პრესსპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.