ახალი ზელანდია 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვას გეგმავს
ახალი ზელანდიის მთავრობას 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა სურს, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა კოალიციური პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.
ხელისუფლებას სურს, რომ ონლაინუსაფრთხოების კანონპროექტის ფარგლებში, „ინსტაგრამის“, „ტიკტოკის“, „სნეპჩათისა“ და „ფეისბუქის“ პლატფორმებზე ამოქმედდეს ინსტრუმენტები, რომლებიც სახის მიხედვით ასაკის შეფასებასა და ციფრული პირადობის მოწმობის გამოყენებას მოითხოვს.
„ჩვენ უბრალოდ ვერ შევეგუებით ზიანს, რომელიც ახალ ზელანდიელი ბავშვების მთელ თაობას ადგება“, – განაცხადა ახალი ზელანდიის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, ჯარიმა გლობალური შემოსავლის 10%-მდე ოდენობით, დაეკისრებათ სოციალურ პლატფორმებს და არა უშუალოდ ოჯახებს.
ასეთივე კანონი გასული წლიდან მოყოლებული, უკვე მოქმედებს ავსტრალიაში.