ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით მიყენებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში 20-მდე ადამიანი მიიყვანეს
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით მიყენებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრში 20-მდე ადამიანი მიიყვანეს

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით მიყენებული დაზიანებებით თბილისის დამწვრობის ცენტრში 20-მდე ადამიანი მიიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულთა შორის არიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ყველაზე მძიმე 40 წლის მამაკაცის მდგომარეობაა, რომელსაც თითების ამპუტაცია დასჭირდა.

„ახალ წლებზე დამწვრობის ცენტრს მომართა პიროტექნიკით გამოწვეული დაზიანების შედეგად დაახლოებით 20-მა პაციენტმა. აღინიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება, უმეტეს შემთხვევაში მტევანი, თითები. დღეისთვის დამწვრობის ცენტრში ლაბორატორიულად განაგრძობს მკურნალობას რამდენიმე პაციენტი. იყო შემთხვევა, როცა მამაკაცს ხელში აუფეთქდა პიროტექნიკა, რამაც თითების მოწყვეტა გამოიწვია“, – განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ქირურგმა მერაბ ჯანჯღავამ.