ახალი წლის ღამეს ლონდონში დამატებითი სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

19:21, 30.12.2017

ახალი წლის ღამეს ლონდონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. ლონდონის პოლიციის, სქოდლანდ იარდის პრესსპიკერის განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქში დამატებით სათვალთვალო კამერები და ავტომანქანის ნომრების ამომცნობი აპარატურა დამონტაჟდება.

მთელი ლონდონის მასშტაბით ათასზე მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული. ახალი წლის ღამეს მდინარე ტემზას სანაპიროზე ფოიერვერკის სანახავად ტრადიციულად 100 ათასამდე ადამიანი იყრის თავს. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება.

მსგავსი