ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 და 31 დეკემბერს დილის 9:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.