დამწვრობის ცენტრში დღეს დილით პიროტექნიკით დაშავებული ხუთი პაციენტი შეიყვანეს

11:36, 04.01.2019

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დამწვრობის ცენტრში, დღეს დილით  პიროტექნიკით დაშავებული ხუთი პაციენტი შევიდა.

მისივე თქმით, დაშავებულები 9-12 წლამდე ბავშვები არიან.

მისივე თქმით, დაშავებულებს ჩაუტარდათ ამბულატორიული მკურნალობა და კლინიკიდან გაწერეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ცენტრს დაახლოებით 40-მა პაციენტმა მიმართა. კლინიკაში რჩება რვა წლის ბიჭი, რომელსაც სახის სერიოზული დამწვრობა აღენიშნება.

მსგავსი