ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, სიმთვრალის გამო, 19 869 მძღოლს მართვა აეკრძალა

16:46, 10.04.2018

საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილის მთვრალ მდგომარეობაში მართვის გამო, მართვა 19 869 მძღოლს აეკრძალა.

პირველმა არხმა სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგზაო მოძრაობის ახალი წესების ამოქმედებიდან – 2017 წლის პირველი ივლისიდან მიმდინარე პერიოდამდე 116-ე მუხლით – ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაჯარიმებული მძღოლებიდან 128 მოქალაქემ მართვის მოწმობის გამოცდა დაჯარიმებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ ხელახლა ჩააბარა და მოწმობა დაიბრუნა. ასევე, აკრძალვიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, 212-მა მოქალაქემ 1 000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ დაიბრუნა მართვის უფლება.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც უწყებამ მოგვაწოდა, 2017 წლის პირველი ივლისიდან 2018 წლის 15 მარტამდე პერიოდს ასახავს.

მსგავსი