ახალი ვიდეოკადრები – ცაბაძის ქუჩა ხანძრიდან 15 საათის შემდეგ

18:03, 27.02.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველ ვიდეოკადრებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ადგილზე რჩება 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცაბაძის ქუჩა #8 ა ნომერში ხანძრის არსებობის შესახებ შეტყობინება 27 თებერვალს, 00:14 წუთზე შევიდა, სახანძრო სამაშველო ბრიგადები ადგილზე 00:18 წუთზე მივიდნენ.

მათი ინფორმაციით, იწვოდა სავაჭრო ცენტრის სარდაფი, მესამე სართული და სასხვენო გადახურვა.

„ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 30 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის ქრობაშიმონაწილეობდა 150 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ლოკალიზება 04:40 წუთზე მოხერხდა. ამ დროის მონცემებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 5 000 კვ. მ. ფართი. ამ წუთებში მიმდინარეობს ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი