ახალი სეზონის პირველი პოული ლუის ჰემილტონმა მოიპოვა
ახალი სეზონის პირველი პოული ლუის ჰემილტონმა მოიპოვა

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ახალი ჩემპიონატი ავსტრალიის გრანპრით დაიწყო. შაბათს, კვალიფიკაცია გაიმართა, რომელიც “ალბერტ-პარკის” ტრასის რეკორდით მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, “მერსედესის” პილოტმა ლუის ჰემილტონმა მოიგო – ერთი წუთი და 21,161 წამი. ეს ბრიტანელის 75-ე პოულია კარიერაში და ზედიზედ მეხუთე ავსტრალიულ ტრასაზე.

მეორე-მესამე პოზიციაზე იქნებიან „ფერარის” პილოტები – კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი. შემდეგ მოდიან „რედ ბულის” წევრები – მაქს ფერსტაპენი და დანიელ რიკარდო.

რაც შეეხება „მერსედესის” მეორე პილოტს ვალტერი ბოტასს, ის კვალიფიკაციის ბოლო სეგმენტის სტარტზე ავარიაში მოყვა და ჩასათვლელი დროის გარეშე დარჩა. ფინელი სტარტს მეათე პოზიციიდან აიღებს.

ავსტრალიის გრანპრი კვირას, თბილისის დროით, 09:00 საათზე დაიწყება.