ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, მანდატურებმა მოსწავლეებს 344 აკრძალული ნივთი აღმოუჩინეს
ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, მანდატურებმა მოსწავლეებს 344 აკრძალული ნივთი აღმოუჩინეს

მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან დღემდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საქართველოს მასშტაბით მდებარე სკოლებში 344 აკრძალული ნივთი აღმოაჩინეს. ამის შესახებ პირველ არხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან აცნობეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აკრძალულ ნივთებში შეიძლება იგულისხმებოდეს: ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ბასრი იარაღი, ბლაგვი საგანი, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა ან ასანთი, ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება, უხამსობის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერებეა, ფსიქოტროპული საშუალება, პნევმატური იარაღი, ელექტროშოკი და სხვა. კონკრეტულად რა ნივთები აღმოაჩინეს მოცემულ პერიოდში, მანდატურის სამსახურში არ აკონკრეტებენ.