ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ირაკლი კობახიძე დღეს კონსულტაციებს გამართავს
ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ირაკლი კობახიძე დღეს კონსულტაციებს გამართავს

ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს კონსულტაციები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. “სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას, სავარაუდოდ, აღარ წარადგენს.