ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად ორ ადგილს განიხილავენ
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის გასამართად ორ ადგილს განიხილავენ

მმართველ გუნდში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასამართად ორ ადგილს განიხილავენ.

პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში მოსაზრება გამოითქვა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში გაიმართოს, ან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

ამასთან, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია. მისი თქმით, ინაუგურაციის ჩასატარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

დატოვე კომენტარი