ახალი მწვრთნელების დებიუტი - მარტვილის „მერანმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ მოუგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური მარტვილის „მერანის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
მარტვილში გამართულ შეხვედრაში გუნდები მეოდანზე ახალმა მწვრთნელებმა გაიყვანეს – „მერანი“ გიორგი მანწკავამ ჩაიბარა, ხოლო თბილისური კლუბი რევაზ გოცირიძემ.
მარტვილელები მე-17 წუთზე ლაშა ჯღამაიამ დააწინაურა. ოთხ წუთში თორნიკე კურტანიძეს წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა და „ლოკომოტივი“ ისევ დამარცხდა.
მე-12 ტურის დარჩენილ მატჩები 11 მაისს გაიმართება:
ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“
16:30 | „სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“
ხობი, „პაატა თათარიშვილი“
16:30 | „კოლხეთი“ (ხობი) – „სპაერი“
თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი
16:30 | „მერანი“ (თბილისი) – „კოლხეთი“ (ფოთი)
თბილისი, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი
17:00 | „დინამო 2“ (თბილისი) – „გარეჯი“