ახალი მწვრთნელების დებიუტი - მარტვილის „მერანმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ მოუგო #1TVSPORT
ახალი მწვრთნელების დებიუტი - მარტვილის „მერანმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ მოუგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-12 ტური მარტვილის „მერანის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

მარტვილში გამართულ შეხვედრაში გუნდები მეოდანზე ახალმა მწვრთნელებმა გაიყვანეს – „მერანი“ გიორგი მანწკავამ ჩაიბარა, ხოლო თბილისური კლუბი რევაზ გოცირიძემ.

მარტვილელები მე-17 წუთზე ლაშა ჯღამაიამ დააწინაურა. ოთხ წუთში თორნიკე კურტანიძეს წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა და „ლოკომოტივი“ ისევ დამარცხდა.

მე-12 ტურის დარჩენილ მატჩები 11 მაისს გაიმართება:

ბოლნისი, „თამაზ სტეფანია“

16:30 | „სიონი“ – „ვიტ ჯორჯია“

ხობი, „პაატა თათარიშვილი“

16:30 | „კოლხეთი“ (ხობი) – „სპაერი“

თბილისი, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრი

16:30 | „მერანი“ (თბილისი) – „კოლხეთი“ (ფოთი)

თბილისი, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

17:00 | „დინამო 2“ (თბილისი) – „გარეჯი“