ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება
ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი ზედაპირებზე შეხებით ნაკლებად ვრცელდება

„კოვიდ-19“ ძირითად შემთხვევებში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და ნაკლებად ზედაპირებთან შეხებით, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

ახალი კვლევა, რომელსაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი უძღვებოდა, ამტკიცებს, რომ დაავადება მარტივად ვრცელდება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს. კვლევის თანახმად, ვირუსი ნაკლებად ვრცელდება ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხების ან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპიკერი, კრისტენ ნორდლუნდი აცხადებს, ვირუსი ყველაზე ხშირად ინფიცირებული ადამიანისგან გადადის და ამიტომ სოციალური დისტანციის ზომების შენარჩუნება ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

დისტანცია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, ისევ უცვლელია და ორ მეტრს შეადგენს.

დატოვე კომენტარი