ახალი კვლევის თანახმად, 2026 წელს შვეიცარიული მყინვარები ყინულის მოცულობის 5 პროცენტზე მეტს კარგავს
2026 წელს შვეიცარიული მყინვარები ყინულის მოცულობის 5 პროცენტზე მეტს კარგავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქსპერტების განცხადებით, შვეიცარიის მყინვარები სწრაფად დნება. ევროპაში დაფიქსირებული უპრეცედენტო სიცხის ტალღების გამო, წელს მათი მოცულობის კლების მეორე ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელის (GLAMOS) ახალი კვლევის თანახმად, წელს მყინვარების მოცულობა 5.5 პროცენტით შემცირდა. ანგარიშის თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შვეიცარიულმა მყინვარებმა ყინულის თითქმის მეხუთედი დაკარგეს, რაც მომავალში წყალმომარაგებას საფრთხეს უქმნის.
„ასეთ პირობებში ალპურ მყინვარებს გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩენის შანსი არ აქვთ. წელს მყინვარებმა ყინულის უზარმაზარი მასა დაკარგეს. ეს არის მყინვარი, რომელიც ვერ გადარჩება. სავარაუდოდ, 10 ან, შესაძლოა, 15 წელიწადში აქ ყინული აღარ იქნება“, – განაცხადა შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელის ხელმძღვანელმა, მატიას ჰუსმა.
ანგარიშში კიდევ ერთხელ არის გამოთქმული შეშფოთება გლობალური დათბობის გავლენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ევროპაში – კონტინენტზე, სადაც დათბობის ტემპი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.