ახალი კვლევა - მოზარდებში, რომელთა მშობლებიც სახლში ეწევიან, ფილტვების დაავადების რისკი 42%-ით მაღალია
ახალი კვლევა - მოზარდებში, რომელთა მშობლებიც სახლში ეწევიან, ფილტვების დაავადების რისკი 42%-ით მაღალია

American Cancer Society-ის უახლესი კვლევის თანახმად, არამწეველ მოზარდებში, რომლებიც მწეველი მშობლების გარემოში იზრდებიან, ფილტვების ქრონიკული დაავადების რისკი მაღალია.

კვლევის ფარგლებში, 100 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის ისტორია შეისწავლეს. მათგან ყოველი მეშვიდე, რომელსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება ან სასუნთქი გზების დაავადება ჰქონდა, არამწეველი იყო, თუმცა მწეველების გარემოში იზრდებოდა.

როგორც კვლევიდან ირკვევა, მწეველების გარემოში მყოფი არამწეველისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 27%-ით იზრდება, ინსულტის რისკი  23%-ით, ხოლო ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების – 42%-ით.