„ახალი კვირის“ წამყვან იმედა დარსალიას „თავისუფალი სიტყვის დამცველის“ პრიზი გადაეცა [ვიდეო]

პრიზი „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2018″ პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ წამყვან იმედა დარსალიას გადაეცა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელმა გუნდმა იმედა დარსალიას ჯილდო მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის მომზადებისთვის, ასევე პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი პასუხისმგებლობისთვის გადასცა. ჯილდო „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2018″ სულ 13-მა ჟურნალისტმა და სამმა მედიასაშუალებამ მიიღო.

„ეს პრიზი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა,რადგან ერთი წელიც არ გასულა, რაც გადაცემა ეთერშია. ჯილდო ეკუთვნის ყველას, ვინც მუშაობს გადაცემა “ახალ კვირაზე”, პირველ რიგში, იმედას და, რა თქმა უნდ,ა პირველ არხს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ძალიან კარგი, საინტერესო, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაცემები ვაკეთოთ”, – აცხადებს გადაცემა “ახალი კვირის” პროდიუსერი თათი ოდიშარია.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” ნომინაციაში “ღია სასამართლო ინსტანცია” ჯილდო რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადასცა. “ყველაზე ღია საჯარო უწყების” ჯილდო მიიღო “თბილისის მერიამ. “საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის” კი ბიზნესომბუდსმენის აპარატი დაჯილდოვდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” წლის შემაჯამებელ ტრადიციულ ღონისძიებაზე მედიის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

დატოვე კომენტარი